დღე 9. ჩვენი ტრენინგი დასასრულს მიუახლოვდა. დღეს ჩვენი ნამუშევრები წარვადგინეთ. ზოგიერთი ნამუშევარი ძალიან მომეწონა. ერთმანეთს გავუზიარეთ აზრები. მივიღეტ უკუკავშირი/ . დიდი ხანი მინდოდა გავცნობოდი პროექტებით სწავლებას. დღეს კი ეს შევძელი. უკვე ვიცი როგორ შევადგინო პროექტის გეგმა, პროექტის შეფასების რუბრიკები, დავამზადო სლაიდები. ამ პროექტმა დამანახა, რომ აუცილებელია თანამედროვე ტექნოლოგიების ცოდნა. სკოლაში რომ მივალ, ჩემს თანამშრომლებს აუცილებლად გავუწევ აგიტაციას, რომ გაიარონ პროექტებით სწავლების ტრენინგი. დიდი მადლობა ყველაფრისათვის.
Intel Education
Saturday, October 15, 2016
Sunday, October 2, 2016
დღე 8
დღეს დავეცანით მოდული 7- ფასილითაცია ტექნოლოგიებით. განვიხილეთ როგორ შევქმნათ სასწავლო გარემო პროექტებზე დაფუძნებული სწავლების წარმართვისას., როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები სწავლების გასაუმჯოებლად. გავაკეთეთ ბმულები. . ძლიან კი დავიღალე. აფფერუმ, გვანცა შენს მოთმინებას.
Sunday, September 25, 2016
დღე-6
გავიხსენეთ სლაიდების დამზადება. წრიული და სვეტოვანი დიაგრამის აგება. მოკლედ, ძალიან დავიღალე. ისე ძალიან საინტერესო იყო.
დღე 5
ჩემთვის დღე ძალიან ნაყოფიერი იყო. გაკვეთილის დასაწყისი საინტერესო იყო იმით, რომ მსმენელების პროექტებს ანალიზი დაწრილებით და გასაგებად გაუკეთდა. გავეცანი 21-ე საუკუნის უნარ ჩვევებს. ინტერნეტ-რესურსის მორგებას პროექტზე.
გავითავისეთ მოსწავლის როლი
Saturday, September 10, 2016
Friday, September 9, 2016
დღე 1
დღეს ძალიან გამიხარდა, რომ ჩემს მწვრთნელად გვანცა სალია დამხვდა. ჩვენ ორი წლის წინ შევხვდით ერთმანეთს. ის სასიამოვნოდ და გასაგებად ხსნიდა. მაშინ ბევრი რამ ვისწავლე მისგან. დღესაც იგივე განმეორდა. ის ისევ მშვენიერად აკეთებს ყველაფერს.
მისი დახმარებით შევძელი პორტფოლიოს საქაღალდის შექმნა, ბლოგის შექმნაც.
ვნახე საინტერესო ვიდეო რგოლი. გავეცანი 21-ე საუკუნის იმ უნარ- ჩვევებს, რომლებიც თანამედრომე მასწავლებელს უნდა ჰქონდეს. ჩემთვის კარდი იყო ასევე შედგენის გეგმის გაცნობაც. იმედია, გავითვალისწინებ ჩემს შემდგომ მუშაობაში და არ ვიზარმაცებ. ისე ცოტა დავიღალე.
Subscribe to:
Posts (Atom)