დღე 9. ჩვენი ტრენინგი დასასრულს მიუახლოვდა. დღეს ჩვენი ნამუშევრები წარვადგინეთ. ზოგიერთი ნამუშევარი ძალიან მომეწონა. ერთმანეთს გავუზიარეთ აზრები. მივიღეტ უკუკავშირი/ . დიდი ხანი მინდოდა გავცნობოდი პროექტებით სწავლებას. დღეს კი ეს შევძელი. უკვე ვიცი როგორ შევადგინო პროექტის გეგმა, პროექტის შეფასების რუბრიკები, დავამზადო სლაიდები. ამ პროექტმა დამანახა, რომ აუცილებელია თანამედროვე ტექნოლოგიების ცოდნა. სკოლაში რომ მივალ, ჩემს თანამშრომლებს აუცილებლად გავუწევ აგიტაციას, რომ გაიარონ პროექტებით სწავლების ტრენინგი. დიდი მადლობა ყველაფრისათვის.